ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში “იბერია”, თუ “ბასაქშეჰირის” ბარიერს დაძლევს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ევროტურნირზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის “იბერიას” შესაძლო მეტოქე გაირკვა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილების თურქული “ბასაქშეჰირის” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ან ირლანდიულ “სენტ პატრიკ ატლეტიკსს” ან აზერბაიჯანული “საბაჰს” დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციისთვის, “იბერია” “ბასაქეშჰირთან” პირველ მატჩს თბილისში 11 აგვისტოს, თურქეთში განმეორებითს კი 15 აგვისტოს გამართავს.