ცნობილია გერმანიის ახალი მთავრობას პოზიცია საქართველოს EU-ში მიღებაზე

გერმანიის მომავალი მთავრობისთვის გაფორმებულ კოალიციურ შეთანხმებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც არის საუბარი.
კოალიციურ შეთანხმებაში, რომელიც გერმანიის მომავალ სამთავრობო პარტიებს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის გაფორმდა, ნათქვამია:
„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“.
კოალიციური შეთანხმების იმ ნაწყვეტს, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეა საუბარი, პლატფორმა X-ზე აზიარებს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი და წერს, რომ „ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიციაა“.