ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, მანიპულაციურია და არაკორექტული – უკრაინული მხარე

„ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ადგილოპბრივ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიაში გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან.
ტიხის ვარაუდით, ბიუჯეტი ნოემბერში იქნება დამტკიცებული, და მხოლოდ მაშინ განისაზღვრება მომდენო წელს უკრაინის დახმარების დონე.
“ახლა, ისევე როგორც წინა წელს, გერმანიის მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში უკრაინის დახმარების გარკვეული თანხა დაგეგმა. ის იმის ანალოგიურია, რაც წინა წელს იყო დაგეგმილი საბიუჯეტო პროცესის ამ ეტაპზე. წინ წელს ეს თანხა შემოდგომაზე ბიუჯეტის მიღების საპარლამენტო ეტაპზე გაიზარდა…
ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველი ევრო, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაში ინვესტირებული – ეს წვლილია რუსული აგრესიის ფონზე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში,” – განაცხადა ტიხიმ და დაამატა, რომ უკრაინული მხარე აგრძელებს გერმანელ პარტნიორებთან უკრაინის დახმარების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე მუშაობას.