ცნობები ბაჩიაშვილის გატაცებაზე დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის – სენატორი შაჰინი

შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის წევრი, სენატში „მეგობარი აქტის“ წარმდგენი, დემოკრატიული პარტიის წევრი ჯინ შაჰინი (ნიუ-ჰემფშირიდან) საქართველოში საპროტესტო მოძრაობასა და გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს ეხმაურება.
„მამაცი ქართველი ხალხის 200-დღიანი პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება“, – აცხადებს სენატორი. მისი ეს განცხადება 16 ივნისს გამოქვეყნდა – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 201-ე დღეს.
სენატორი შაჰინი წერს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები წარმოადგენს დარტყმას ქართულ დემოკრატიაზე“.
„მე გავაგრძელებ ძალისხმევას, რათა მივაღწიო პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაგალითად, როგორიცაა ჩემი ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება“, – აცხადებს იგი. მის კომენტარს სენატორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
ჯინ შაჰინი -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, სადაც, 27 მარტს, საქართველოსთან დაკავშირებულ ორპარტიული კანონპროექტი – „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI] დაამტკიცეს. დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის მიერ. აქტი 5 მაისს დაამტკიცა კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, – რომლის მიღებასაც „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ გავლენას უკავშირებენ, – არის „მტრული აქტი“ საქართველოს წინააღმდეგ.
გიორგი ბაჩიაშვილმა, – ს ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, რომელსაც იგი ერთ მილიარდამდე ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა, – მარტის დასაწყისში მალულად დატოვა ქვეყანა. ის, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
სამ თვეზე ნაკლებ ხანში, 27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს – მას შემდეგ, რაც „26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ [ბაჩიაშვილი] წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
თუმცა ბაჩიაშვილმა სასამართლოზე რადიკალურად განსხვავებული რამ თქვა: „მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს. ადვოკატის, პროკურორისა და ოჯახის წევრებთან დალაპარაკების გარეშე. შემდგომ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში: ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში“.
ბაჩიაშვილის თქმით, „აირზენას“ ბორტზე სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.
ფორუმი