ცნეს გახარიას თანაპარტიელების გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების სადეპუტატო მანდატები

სადავო პარლამენტში ცნეს პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება. მანამდე, 2 ივლისს, სადეპუტატო უფლებამოსილება „არასაპატიო გაცდენის“ საფუძვლით შეუწყდათ ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მის 11 თანაგუნდელს. მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობას კი დღევანდელ, 2 სექტემბრის, სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ს ადგილმონაცვლე გელა აბულაძეა, ანა ბუჩუკურისა – ჯემალ ანანიძე, ს – ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავასი – რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიასი – მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის – შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის – სალომე კობალაძე, გიორგი გახარიასი – გიგა ფარულავა, ზავიდ ძიძიგურისა – ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის – გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის – თამარ ხვედელიანი, ზაზა თავაძისა კი – სოფიო ხორგუანი.
ადგილმონაცვლეთა სიაში დასახელებულთა ნაწილი პარტიას, “გახარია საქართველოსთვის”, “ლელოსთან” ერთად, შეყვანილი ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის სთვის თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიაში.
მათ შორის:
· გიორგი შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია;
· რუსუდან თევზაძე – ჩუღურეთის ოლქის კანდიდატი;
· ვიკა ფილფანი – ნავთლუღის ოლქი კანდიდატი;
· სალომე კობალაძე – კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქის კანდიდატი;
· სოფო ხორგუანი კი – ავლაბრის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.
სულ, ამ მოწვევის სადავო პარლამენტმა, უფლებამოსილება 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყვიტა.
ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა (89 მანდატი).
ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
ფორუმი