“ციხიდან რომ გვამხნევებს ეს ხალხი, მაგაზე დიდი საცოდაობა გარეთ დარჩენილებს არ ვიცი რა შეიძლება გვჭირდეს”– მარიამ სიჭინავა

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა:
გაურკვეველი ნომერი რეკავს, იმდენად უცნაური რომ მგონია მორიგ სასამართლოზე მიბარებენ და უცებ: – ჯანო ვარ არჩაია, თქვენი წერილი მივიღე ზუგდიდიდან და ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მადლობის სათქმელად გირეკავთ, გამხნევდით და წერილსაც მოგწერთ ყველას.
შეიძლება სუბიექტურობის გამოც, მაგრამ ხმა ჰქონდა სასიამოვნო, რბილი და მისი სიცილის გაგონებაზე, სასამართლოდან მომღიმარი ჯანო არჩაიას კადრები მიდგებოდა თვალწინ. ციხიდან რომ გვამხნევებს ეს ხალხი, მაგაზე დიდი საცოდაობა გარეთ დარჩენილებს არ ვიცი რა შეიძლება გვჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია