ციხიდან გამოსული ზურაბ ჯაფარიძე აანონსებს, რომ შეხვდება ყველა პარტიის ლიდერს და იმ სამოქალაქო აქტივისიტს, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საქართველოსთვის დამღუპველია.
ჯაფარიძე უკვე თავისუფალია, შემდეგ გიორგი ვაშაძე იქნება – ვაშაძე 28 იანვარს, 12 თებერვალს კი უკვე ნიკა გვარამია დატოვებს ციხეს. ამიტომ ახლა საინტერესოა, შეგდება თუ არა ოპოზიციური ერთობის გეგმა .
ამ საკითხე დღეს “პრიველებმა” კითხვა იმ ოპოზიციონერებს დაუსვა, ვინც ზურა ჯაფარიძის კორპუსის ეზოში იყვნენ შეკრებილები.
თუ ვინმე რჩება, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც გერბზე გვიწერია – “ძალა ერთობაშია”, რასაც სულ ვამბობთ, რომ არის ჩვენი დევიზი, ამის გარდა თუ სხვა რამე ალტერნატივა არსებობს იმის მერე, რაც ვნახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, რავიცი, მაშინ ამ ადამიანებმა გააკეთონ რაღაც სხვა, ხოლო ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ერთიანობა არის დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის ადამიანები გავაკეთებთ ამ ერთიანობას”, – განაცხადა ენმ-ს წევრი გია ჯაფარიძე.
ქართველი ხალხი დადგება ერთად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ერთობა იქნება იმ სულისა, როგორიც იყო 80იანი წლების ბრძოლა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აღმოსავლეთ ევროპაში მთელი ერები, მაგალითად პოლონეთის მთელი ერი ერთიანი ორგანიზმი დადგა სოლიდარობის მეშვეობით რეჟიმის წინააღმდეგ და დაამარცხა ის რეჟიმი, რომელმაც აკრძალა ოპოზიცია, აკრძალა ის ხალხი, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ის. ეს არის მგონი ერთადერთი გზა იმ სამყაროში, რომელსაც ჰქვია დისიდენტური ბრძოლა ავტოკრატების წინააღმდეგ და როგორც ყოველთვის, დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენს გულშია ისინი იბრძიან იმისთვის, რაც მათ ჯიბეშია”, – თქვა კოალიცია “ცვლილებისის” წევრმა, გიორგი იმედაშვილმა.
ზურასნაირი ადამიანები, ვინც ყოველთვის კონსოლიდაციის მომხრე იყო, ყოველთვის პოზიტიურ როლს შეიტანს საქმეში, რაც არის საჭირო დღეს. იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად თვითონ იყოს კონდოლიდირებული, შენ თუ არ იქნები, ბუნებრვია, რომ ვერ აჯობებ იმ საქმეში, რომელიც არის და ეს საქმე არის, რომ დემოკრატიით და არჩევნებით შევცვალოთ ხელისუფლება”, – ამბობს გიგი წერეთელი.
საქართველოში უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ველდოებით ციხის კარებთან ქუჩაში და იქ ვხდებით ხოლმე ერთმანეთს და უნდა მოვიდეს ის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხდებით თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.




