“ციხე შიგნიდან ტყდება” – ხაბეიშვილის პასუხი კობახიძეს

“ციხე შიგნიდან ტყდება” – ასე პასუხობს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” პარტიიდან წასულებს, საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დასდო ბრალი.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ინფორმატორები არა მხოლოდ კობახიძის ყოფილი თანაგუნდელები, არამედ “ქართული ოცნების” მოქმედი წევრებიც არიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის ყველასთან ითანამშრომლებს, ვინ ს დამარცხებაში დაეხმარება.
მე მესმის მისი ისტერიკის იმიტომ, რომ მაქვს თუ არა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, თავად იმტვრიონ თავი. მე რომ მკითხავი არ ვარ და კონკრეტული ინფორმაციების მტკიცებულებები მაქვს, ეგეც ესმით.
მას კიდევ იმის ეშინია, კიდევ რამდენი რამე ვიცი, კიდევ რამდენ რამეს შეიძლება აეხადოს ფარდა, კიდევ რამდენი სიურპრიზი ექნებათ და ამიტომ თავს იზღვევს და წინასაწარ ამბობს.
ხო ირაკლი, უნდა გესმოდეს, რომ ციხე შიგნიდან ტყდება და მათ შორის შენი ყოფილი, თუ მოქმედი თანაგუნდელები, სხვათაშორის მოქმედიც, უნდა მოძებნო ის ხალხი ვინც კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა.
კი, მე მაქვს კონკრეტული ინფორმაციები, კი ცხადია შიდა გუნდიდან მაქვს და კი, ცხადია მე ყველა ადამიანთან, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება, თუ მოქმედი მექნება თანამშრომლობა, ვინც ივანიშვილის დამარცხებაში მოგვეხმარება. მათ სწორი ისტერიკა აქვთ. არ გაიკვირვოთ, კობახიძის ისტერიკის.
სამი თანამდებობის პირია, ეს არის , გრიგოლ ლილუაშვილი და გომელაური, შს მინისტრი, სუს-ის უფროს, პრემიერმინისტრი. ეშინია. აბა თუ მაგარი ბიჭია თქვას გვარი. ირაკლი, ხო მაგარი ბიჭი ხარ, ლილუაშვილზე, ღარიბაშვილზე გადაარტყამ ხოლმე – მიდი აბა ხელი დაადეთ, მიდი აბა პირდაპირ სახელი და გვარით ილაპარაკე. მშიშარაა ეს კაცი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიფინგზე მ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან “ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წევრები დგანან. მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.