“ციხე კომფორტიაო… იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე” – ონისე ცხადაძე

ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე რაც შეეხება პროტესტს, 2019 წლიდან ვცხოვრობდით მშვიდად, შემდეგ ირაკლი მ ჩამოიყვანა გავრილოვი, პოზნერი, ლავროვის შვილი, შემდეგ იყო რუსული კანონო ერთი და რუსული კანონი ორი… კობახიძე გამოვიდა, ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი 11 კაცი. პრემიერი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შესვა და ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ სასამართლოზე უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ, თუ ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს, კითხვებს დავუსვამ, თუ გასცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, სუფთა ადამიანებს ვერ დაელაპარაკებიან…. სუს-ის, იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები, ბარიდან ამოსული მთვრალი ინგლისელი კაცი ჰყავს გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპუილიდან ჩამოვიდა მთავრობის დასამხობად. ესენი რომ გავაზიარე ფეისბუკზე, დავცინე და დამბლოკეს. გამიგია იარაღის, წამლის, ქვის ჩადებაც გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად გავიგე… რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ. მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მას მერე ჯგუფური არაფერი მქონია. გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა ყველამ მომილოცოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას