ციხეში ჩემს მეუღლეს შემოუთვალეს, „თუ ფულს არ მოიტან, აჩიკოს მოვკლავთო“- დილით, ზარია კარზე და უცნობი მამაკაცი მეუბნება, ეს ბატონმა ბადრიმ [პატარკაციშვილი] გამოგიგზავნათო- ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები
„ციხის უფროსმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალებაც იქნებოდა ეგ და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი სულ ტრაბახობდა , ქურდული სამყარო გავანადგურე, საქართველოში აღარ არიანო, სხვადასხვა ციხეებიდან გადმოიყვანა 7 ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი შეიყვანა მათ კამერაში და იმათმა დაუწყეს ჩხუბი, რომ „შენ 10 მილიარდი გაათეთრე“, თუმცა, ეს 10 მილიარდი მერე პროკურატურამ მოხსნა, მაგრამ ქურდულ სამყაროს და საზოგადოებას, რომელსაც ყურში ესმოდა, რომ ჩვენ გავათეთრეთ 10 მილიარდი, დღემდე ასე ესმით, რომ ჩვენ ვართ 10 მილიარდი ევროს გამთეთრებლები.
ამათმა უთხრეს, რომ მოგიკლავთ აჩიკოს [შვილს] თუ შენ ამ ფულს არ მოიტანო“-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეტალურად იხსენებს იმ მომენტებს, როცა შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. „აჩიკოსკენ გაიწივნენ, რომ რაღაც დაეშავებინათ და ჩემი მეუღლე რომ გაქანდა და ეცა ამათ, ვიღაცამ უკნიდან რკინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა ჩემმა მეუღლემ, სისხლი ფანტანივით მოდიოდა.
მერე ეტყობა, თვითონ ამათ შეეშინდათ, რომ ისინი ამ ციხის პატიმრები არ იყვნენ, სხვა ციხიდან გადმოყვანილები იყვნენ დროებით და ეს ხომ ვერაფრით მოხდებოდა ვერც სააკაშვილის, ვერც ადეიშვილის და ბოლოს და ბოლო ვერც ციხის უფროსის, კილერას [მუხაძე] გარეშე“-აღნიშნა ქადაგიშვილმა. ნანა ქადაგიშვილის თქმით, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. „საღამოს შემოუთვალეს, რომ თუ არ დარეკავ სახლშიო და ხვალ საღამოს ფულს არ მოიტანო, იცოდე აჩიკოს მოვკლავთო. მირეკავს საღამოს ჩემი მეუღლე და მეუბნება, რომ „ნანა, ასეთი მდგომარეობა არისო.
მითხრა, ტელეფონი ჩაიწერეო, დარეკე ჩემს მეგობართან საზღვარგარეთო და ის გადმოაგზავნის ფულსო“. საუბარი იყო 30 ათას დოლარზე. იმ წუთშივე გადავრეკე, დაველაპარაკე ჩემი მეუღლის მეგობარს და მითხრა „ნანა, არანაირი პრობლემა არ არის, ფულს გადმოგირიცხავ, უბრალოდ, ახლა შუაღამეა, ხვალ როგორ მოვასწრებ გადმორიცხვას და კარგი, მოვიფიქრებ დაგირეკავო“. ღამე აღარ დაურეკავს, ალბათ მოერიდა და დილით, ადრე, ზარია კარზე.
გავედი და ვიღაც უცნობი მამაკაცია და მეუბნება „ქალბატონო ნანა, შეფუთული აქვს რაღაც და ეს ბატონმა ბადრიმ გამოგიგზავნათო“. ბადრი პატარკაციშვილზე ვამბობ. ეტყობა ჩემი ქმრის მეგობრებმა ბატონ ბადრის დაურეკეს და სთხოვეს, მერე ისე მოხდა, რომ ბატონმა ბადრიმ ეს ფული არ დაიბრუნა, რომ „რას ამბობ, ბატონი ამირანი განსაცდელშიაო და მაგ თანხას როგორ დავიბრუნებო“. და მე ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. ორჯერ თუ სამჯერ იყო კიდევ ასეთი შემთხვევა შვილის მოკვლის მუქარით და ეს ყველაფერი ხდებოდა ყოველთვის „რეზბალნიცაზე“- განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
Next: მე-5 საარტილერიო ბრიგადას საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ