ციხეში დაიღუპა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა

გასულ კვირაში ციხეში დაიღუპა ალექსანდრ დემიდენკო, ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს ში დაბრუნებაში ეხმარებოდა – განაცხადეს მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 8 აპრილს.
61 წლის აქტივისტი, რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში ს შეჭრას, ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა ძველი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებული ყუმბარა, ნაღმი და ყუმბარის ორი დეტონატორი – და მას იარაღის უკანონო ფლობაში დასდო ბრალი.

ასევე დაგაინტერესებთ