ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს დანაშაული – ირაკლი

ციხეში არიან კრიმინალები. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები და ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.
„ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი და ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა