“ციხეშიც აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას” – ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები, და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით ისინი შემართებით არიან და დააბარეს გზავნილი თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან.
“მოვინახულე და ბადრი ჯაფარიძე. მათი განწყობა არის ქალიან მტკიცე. მათი გზავნილი თანამებრძოლებისთვის და თანაგუნდელებისთვის არის, რომ ბრძოლა გრძელდება. არიან ძალიან შემართებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ ამ ბრძოლას და ციხეში ყოფნის დროსაც აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. შესაბამისად მოუწოდებენ მხარდამჭერებს და თავიანთი გუნდის წევრებს, რომ ბოლომდე იბრძოლონ, რა გზაზეც დგას ძლიერი საქართველო […] რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, ჩვენ, ადვოკატები გავაგრძელებთ სამართლიან ბრძოლას და ვაპირებთ გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში – როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში და შემდეგ უკვე, სტრასბურგის სასამართლოში შევიტანთ შესაბამის სარჩელს”, – განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას