ციფრული ინდუსტრიის აკადემია მსოფლიო ბაზარზე: როგორ გარდაიქმნა ქართული ბიზნესი საერთაშორისო კომპანიად?

დაარსების დღიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ციფრული უნარების განვითარებაში, დიზაინის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროებში მასტერკლასებისა და ვორქშოფების შეთავაზებით.
ციფრული სამყაროს განვითარებასთან და შესაბამისი უნარების მზარდ მოთხოვნასთან ერთად, აკადემიამ სასწავლო პროგრამები და მასშტაბები გააფართოვა, რათა მომხმარებლებისა და თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. სწორედ ცვლილებების ამ ეტაპსა და საქართველოში ბაზრის უპირობო ლიდერობის მე-5 წლის თავზე, Tether-ის, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტის, სტრატეგიული ინვესტიცია გამოჩნდა.
რას გულისხმობს ინვესტიცია?
Tether-ის ინვესტიცია მოიცავს აკადემიის ექსპანსიის მხარდაჭერას, როგორც ქართულ ისე უცხოურ მარკეტებზე. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის მოპოვებისთანავე ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ აქტიურად დაიწყო ზრდა ინგლისის, ყაზახეთისა და ჩეხეთის მასშტაბით. საოპერაციო ბაზრების განვითარებასთან ერთად, გაფართოვდა სასწავლო კურსების თემები, სილაბუსები, ფორმატები. 2025 წლისთვის ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სტუდენტებს შეეძლებათ ბლოკჩეინის, კიბერუსაფრთხოების, Fintech, DeFi და AI მიმართულებების შესწავლაც.
რა ამოცანების წინაშე დგას გუნდი?
სწრაფი საერთაშორისო გაფართოება საკმაოდ რთული გამოწვევაა ნებისმიერი კომპანიისთვის, ამის მიუხედავად, ქართულმა ბიზნესმა ერთდროულად 4 ქვეყანაში ოპერირებას წარმატებით გაართვა თავი. დღევანდელი მონაცემებით ციფრული ინდუსტრიის აკადემია 30 ათასამდე კურსდამთავრებულს, 200-ზე მეტ თანამშრომელსა და 200-მდე ლექტორს აერთიანებს. კომპანიაში ასევე აქტიურად მუშაობენ შიდა პლატფორმების შექმნაზე, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს, როგორც სტუდენტების, ისე მენტორებისთვის.
სამომავლო გეგმები
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აკადემიისთვის ასევე დღის წესრიგში დგას ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობის გაძლიერება, თანამედროვე მოთხოვნებსა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია, რათა უზრუნველყონ ADI-ის პროგრამების შესაბამისობა უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებთან.
ამასთავე, კომპანია იმედოვნებს, რომ აკადემიის ზრდასთან ერთად, შეძლებენ პროფესიონალებისა და მენტორების გლობალური საზოგადოების, ე.წ. ქომუნითის შექმნას, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარების და კარიერული განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო მასშტაბით.
სასწავლო პროგრამების გაფართოებით, საერთაშორისო თანამშრომლობისა თუ გლობალური ექსპანსიის გაძლიერებით, აკადემია ხელს უწყობს როგორც პროფესიული განვითარებისა და სწავლის ხელმისაწვდომობას, ასევე კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

“ციფრული ინდუსტრიის აკადემიის” შესახებ მეტ დეტალს TECH INFORM-ის სიუჟეტიდან შეიტყობთ: