ციფრებში არიან დაკარგულები – “ლელო”-ს 1000 ლარიან დაპირებაზე

ციფრებში არიან დაკარგულები – “ლელო”-ს 1000 ლარიან დაპირებაზე
“ლელოზე” შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ლელოს” დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ.
მისი თქმით, ამ დაპირებით “ლელო” საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას გამორიცხავს.
“ეს თავის დროზე დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ, 1000 ლარიანი და 1500 ლარიანი პენსიები. “ლელოს” პროპაგანდა არის, რომ რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო და ვის უწესებ სანქციებს? – შენს ქვეყანას და თუ შენს ქვეყანას უწესებ, ეს არის, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა. მით უმეტეს, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? თუ დაპირება გასცეთ და მეტი არაფერი და ატყუებთ საზოგადოებას? “ლელო”, გამოფხიზლდი! ” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა