ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ISSA-ს კვლევას ასე ეხმაურება:
„ციფრებით ჟონგლიორობის და ამდენი ბუღალტერიის ნერვი არ მაქვს, მაგრამ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 20 მაისამდე, როცა ჯერ დებატებიც კი არ იყო გახსნილი არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, არ იყო გამოცხადებული ბოიკოტის კამპანია და არ იყო ახსნილი ბოიკოტის მნიშვნელობა, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის მხოლოდ 54% ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. და რა უხარიათ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს? ეს ხომ ნიშნავს რომ პროდასავლური ოპოზიციური ამომრჩევლის მინიმუმ 46% არ მივა ამ არჩევნებზე. ეს პროცენტი გაიზრდება სექტემბრის ბოლომდე დიდი დინამიკით მთელი რიგი მიზეზების გამო და შეიძლება გაორმაგდეს კიდევაც. და რის იმედზე გავლენ არჩევნებზე?“
