აუცილებლად დაჩქარდება, – ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, დაჩქარდება თუ არა ივანიშვილის და “ოცნების“ წინააღმდეგ დაწყებული პროცესები, დიდი ბრიტანეთის სანქციების კვალდაკვალ.
ცისკარიშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ “სწორედ ამით დაასუსტოს რუსეთი, პუტინი, კრემლი და მათი პარტნიორები მთელს რეგიონში.“
“რუსეთი რომ ჩამოიშლება, სწორედ მაგ მოსახვევში არ უნდა გადაგასწროს ივანიშვილმა და დასავლეთს არ უნდა უთხრას, რომ მე თქვენკენ ვიყავიო“, – განაცხადა ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
დიდი ბრიტანეთის სანქციებს მხოლოდ ტარგეტირებულ ინდივიდებზე ან ტელეკომპანიებზე დადებულ ფინანსურ და ეკონომიკურ ჭრილში კი არ შევხედოთ, არამედ, დიდი ბრიტანეთი აკეთებს ძალიან ბევრს, რომ დაეხმაროს უკრაინას, გააძლიეროს უკრაინა, შეაჩეროს რუსეთის აგრესია იქ და სწორედ ამით დაასუსტოს რუსეთი, პუტინი, კრემლი და მათი პარტნიორები მთელს რეგიონში. მათი დასუსტებით, სწორედ მაგ მოსახვევში არ უნდა გადაგასწროს ივანიშვილმა და რუსეთი რომ ჩამოიშლება, და ეს აუცილებლად მოხდება, სწორედ იმ ძალისხმევით, რომელსაც არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებიც მიმართავენ. მაგ მოსახვევში არ უნდა გადაგასწროს ივანიშვილმა და დასავლეთს არ უნდა უთხრას, რომ მე თქვენსკენ ვიყავი, უბრალოდ მეშინოდა ამ რუსეთის, ძალიან ახლოა ჩემთან, პაპუაშვილმაც თქვა, 500 მეტრში დგანან, მოვიდოდნენ, წაგვლეკავდნენ, გადაგვივლიდნენ, თორე სულით, გულით თქვენკენ ვიყავი, თქვენთან მინდა მეგობრობა და პარტნიორობა, საქართველოს ახლა მე წარმოვადგენ და ისევ მე მესაუბრეთ, ჩემთან გააგრძელეთ ურთიერთობები, ამის მცდელობა ექნება და სწორედ ამ მომენტში უნდა იყოს მეორე მხარეს ოპოზიცია გაერთიანებული, გაძლიერებული და კონსოლიდირებული, რომ მანდ არ გადაგასწროს ივანიშვილმა, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




