“ერთიანი ნაციონალური“ მოძარობის ლიდერი მიიჩნევს, რომ “ოცნებასთან“ დებატები შეუძლებელია იაქმდე, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში არიან.
როგორც ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ჯერ გამოვიდნენ პოლიტპატიმრები ციხიდა, ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რელსებს და შემდეგ პოლიტიკური დებატებიც იქნება.
ნუ ჩათვლით, რომ ეს ჩვეულებრივი დებატები იქნება, პატარა ტრუბუნებთან დააყენებენ 15 კაცს და 30 წამს მისცემენ. ესეთი ტიპის დებატებში მისვლას რა აზრი აქვს. ისედაც, ამ არალეგიტიმურებთან რა გვაქვს სადებატო მაშინ, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი უზით ციხეში. ეს ხალხიც გამოვიდეს, ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს ქვეყანა და მერე იყოს ეს პოლიტიკური რინგი, სადაც, მათ შორის დებატებიც იქნება,- განაცხადა ცისკარიშვილმა.




