ცირა ელისაშვილი: მთაწმინდის რაიონის გამგეობა – გამარჯობათ….! ტფილისი დეტალებშია

“პოლონელი არქიტექტორის ალექსანდე შიმკევიჩის სახლი დანიელ ჭონქაძის 8 ნომერში ბევრმა ვიცით. რამდენიმე წლის წინ ამ შენობის გამაგრება მთაწმინდის გამგეობამ დააფინანსა. შენობის გამაგრება მოხდა რესტავრაციის პროექტის გარეშე (ტასზე რესტავრაციის პროექტი არ დევს).
ამიტომაც არის რომ შემთხვევითი ფერის ფასადი და გაუგებარი დეკორატიული ელემენტები მოვიღეთ და ამ სამუშაოების შედეგად დაიკარგა შენობის თანადროული რკინის ღობე, პირველი სართულის ფანჯრის ცხაურები და ასფალტი გადააგეს ფასადის წინ არსებულ მცირე ზომის ეზოს.
გამგეობიდან, რომელიც იქვე, ზუბალაშვილის ქუჩაზეა, არავის მოსვლია აზრად შესრულებული სამუშაოების შემოწმება, სხვა შემთხვევაში ღობის გაქრობას მაინც შეამჩნევდნენ.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში გამოჩნდა ანონიმური პირის მიერ დადებული განცხადება, სწორედ ამ ღობის ფოტოთი, რომელსაც 3000 ლარად ჰყიდდა.
განცხადება მალევე წაიშალა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა – გამარჯობათ….! ტფილისი დეტალებშია,” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს