“რა მინდა ვნახო რუსთაველზე:
1 – თავისუფალი სცენა.
2 – განსხვავებული პოზიციის ადამიანების სიმრავლე საკუთარი ბანერებით, დროშებით, ატრიბუტიკით.
3 – ერთიანობა მთავარი მოთხოვნების გარშემო: თავისუფლება პოლიტპატიმრებს, მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს.
არ მინდა ქოცურ ნარატივში ყოფნა:
1 – იმის გვერდით არ დავდგები.
2 – ოპოზიცია ოცნებაზე უარესია.
3 – მაინც არაფერი გამოვა
რას ველოდები:
1 – პრეზიდენტის მკვეთრ პოზიციას ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის აუცილებლობის თაობაზე.
2 – “ლელოს” და “გახარია საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ეფემერული ერთობა აზიანებს პროცესს. დროის გაწელვა მაშინ როცა Helen Khoshtaria-ას შიმშილობის მეოთხე დღე, მისი ჯანმრთელობისთვის მეორმოცე დღის ტოლფასია უბრალოდ დანაშაულია.
მე არ მჯერა ისეთი პოლიტიკური პროცესის, სადაც პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობენ. იმ შემთხვევაშიც კი როცა კონკრეტულ პარტიას არ ვეთანხმები.
ცხადია, რომ არჩევნებში გასვლას ორი პარტია აპირებს. დააფიქსირეთ ეს პოზიცია ღიად და სასწრაფოდ! აიღეთ პასუხისმგებლობა და თქვით თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე!
დროულად თქვით რას აპირებთ! ყოველი გაწელილი წუთი მოქმედებს კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგოდ.
არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი.