ცირა ელისაშვილი: ამ მერიის გადასაწყვეტი არ არის რა უნდა დაინგრეს თბილისში! თბილისის მერია შემოტრიალდით და რიყის მილებიდან გახედეთ რას დაამსგავსეთ თბილისი!

ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
კი, არ მომწონდა და ახლაც არ მომწონს, შეუსაბამო ადგილის გამო.
რიყის მილების არსებობა ისტორიულ ნაწილში სრულიად ეწინააღმდეგებოდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირებული ძეგლის ინტერესებს.
მაგრამ ეს ნაგებობა უნდა დარჩეს.
დიახ,უნდა დარჩეს და მისი სასტუმროთი ჩანაცვლება იმაზე მიუღებელია, ვიდრე თავად ეს ნაგებობა.
ამ მერიის გადასაწყვეტი არ არის რა უნდა დაინგრეს თბილისში!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall შემოტრიალდით და რიყის მილებიდან გახედეთ რას დაამსგავსეთ თბილისი!
შეგახსენებთ, „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე – აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა უნდა აშენდეს „რიყის დოქების“ ნაცვლად, კალაძე ამბობს, რომ დეტალებს მომავალში გაივლიან. კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს. „რიყის დოქების“ დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენებაზე მიუთითებს მთავრობის განკარგულება „რიყე დომის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ასახულია შეცვლილი საპრივატიზაციო პირობები.
ამ პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან მიმდინარე წლის მაისში იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.
„რიყე დომს“ მის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის დემონტაჟის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს დემონტაჟის შედეგად მისაღები მასალების საბანკო გარანტიას.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – განაცხადა .
კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, ირაკლი მ აღნიშნა, რომ არა.