Telegram-ის რამდენიმე არხი 26 აგვისტოს იუწყება, რომ მასშტაბური აფეთქება მოხდა რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც მდებარეობს ციმბირის ქალაქ ომსკში – და რომ აფეთქებამ საწარმოში ხანძარი გამოიწვია.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია სქელი კვამლი Gazpromneft-ONPZ-ის საწარმოს თავზე.
საწარმოს ადმინისტრაციამ დაადასტურა გავრცელებული ცნობები და განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს.
რუსეთის დასავლეთის რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო იანვრის შემდეგ გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის სამიზნე. უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრიდან ომსკამდე მანძილი 2000 კილომეტრზე მეტია.