ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში” და კონფორმიზმში – მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს” მიაკუთვნებს

ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში” და კონფორმიზმში – მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს” მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუიორგი გახარიას რეპლიკებს და ბრალდებებს, რომელიც მან ვიცე-სპიკერ სოზარ სუბარის მისამართით გააჟღერა.
ექსპერტმა რამდენიმე ეპიზოდი მოიყვანა მაგალითად, რა დროსაც სოზარ სუბარმა პირველმა ამოიღო ხმა მაშინდელი რეჟიმისა და ს წინააღმდეგ, მათ შორის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო ს შედეგებზე. „რაც უფრო სუფთაა ადამიანი, მით მეტ სიბინძურეს ლაპარაკობენ მასზე” ან „როდესაც შენ გლანძღავენ უმეცრები, ეს უკვე კომპლიმენტია” – ამ აფორიზმებს მიაწერენ ომარ ხაიამს, თუმცა, დიდი ალბათობით, აპოკრიფებია, ისეთივე აპოკრიფები, რა კატეგორიასაც წარმოადგენს დღეს „forgetful man” („ადამიანი არ მახსოვს”) გახარია. ხოლო მისი გუშინდელი ფეიკ-დაბრალების ობიექტი, სოზარ სუბარი – კაცია. ყველაფერი შეიძლება აიტანოს კაცმა ცრუ ბრალდების გარდა.
ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის “გაპრავებაში” და კონფორმიზმში მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს აქვს თუ არ აქვს, კატეგორია “არ მახსოვს” მიაკუთვნებს. რაის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო „გაუპრავა” სოზარ სუბარმა სააკაშვილს? თითქმის ერთადერთი წონადი ფიგურა იყო იმ დროს, ვინც მთავარი გამყალბებლის, -ს იმდროინდელი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
დააყენა არჩევნების გაყალბების უტყუარი ფაქტების გამოვლენისთანავე. ჩვენ უკვე გვყავს შერჩევითი „დემენციის” მატარებელი პერსონაჟი და ჩვენი პოლიტიკური ფსიქიატრია ამ დარგში ორ ლიდერს ერთდროულად ვეღარ აიტანს. ამოიღოს ბატონმა amnesiac-მა 2008 წლის 4 აპრილის სოზარ სუბარის პრესკონფერენციის მასალები, სადაც მხოლოდ 12 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა 5475 ხმის გაყალბება. თუმცა, იმდროინდელი სააკაშვილის „ჯიბის” ცსკო-ს და სასამართლოს გამო ამ ფაქტებს არ მიეცა სამართლებრივი განვითარების პერსპექტივა. ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში. მაგრამ საიდან ის სითავხედე, რომ ან გაგიტარებთ, ან არ გამოვააშკარავებთ სრულ და აბსოლუტურ სიცრუეს და ცილისწამებას – ნურას უკაცრავად,” – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: ქართველმა პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე ნაცექსტრემისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ე.წ. მშვიდობიანი, კრიმინალი მომიტინგეების ადგილი მართლაცდა მშვიდობიან ციხეშია

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა