ცივილიზაციური უფსკრული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, -ის ანგარიშშიც არის ასახული, როცა არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას –

ცივილიზაციური უფსკრული, საითაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, -ის ანგარიშშიც არის ასახული, როცა არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას –
ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ასახული, როცა ცენზურით, არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება არის სწორი.
„ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, სწორედ სიმართლეს რომ ეფუძნება ჩვენი ყველა მოქმედება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა, რამდენიმე კვირა, შეიძლება, წელი დასჭირდეს, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი სიმართლე აღიარებულია და ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როცა პირდაპირ ელჩი ჩაერია, ასევე, ბრიუსელის დაფინანსებით, მათ მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ შეხვედრაზე ვიცით, რომ ყალბი სქემები აქვთ. ღმერთმა იცის, ვინ სად არის და რა რეგისტრაციები აქვთ. მას შემდეგ, რაც დამარცხდნენ 2024 წლის არჩევნებში, არის მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას. აუქმებენ მილიონ 200 ათას ამომრჩეველს. შემდეგი ნაბიჯია, რომ ეს ხალხი უნდა გაყარონ ქვეყნიდან ან რეზერვაცია შეუქმნან, რომ მათი აზრი – აზრი არ არის. მარტო ის რამდენიმე ენჯეოშნიკი, რომელსაც ფულს უხდიან, ისინი არიან თურმე ქართველი ხალხი. ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, ამ ანგარიშშიც არის ასახული, როცა ცენზურით, არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია