“ცვლილებები მესმის, როგორც ყულფის უფრო მაგრად მოჭერა” – “ელკანა” გრანტების შესახებ კანონპროექტზე

“ცვლილებები მესმის, როგორც ყულფის უფრო მაგრად მოჭერა”, – “გრანტების შესახებ” ინიცირებულ ახალ კანონპროექტს “ელკანას” დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ეხმაურება და ამბობს, რომ კანონები, დროთა განმავლობაში იმდენად ბუნდოვანი ხდება, რომ ადამიანი ავტორიტარულ რეჟიმთან და ამ კანონებთან დაუცველი რჩება.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიის მიერ ინიციირებულ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხო­უ­რი გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რობის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.