“ცვლილებები გვჭირდება” – ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს

ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „ნანტის“ 1:0 დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.
– თქვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ხართ?
– ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი ამოცანა მოგება იყო. სამი ქულა დავიმსახურეთ. ბურთს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ ეს ნორმალურია გუნდთან დაპირისპირებისას, რომელიც დაბალი ბლოკით იცავს თავს.
– თქვით, რომ „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში ფეხბურთელები ბურთს ვერ გრძნობდნენ. ამ მხრივ მდგომარეობა გააუმჯობესეთ?
– ეს ადვილი არ არის. ჩემი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. მოთამაშეებმა თავიანთი დონე აჩვენეს, ზოგიერთი მზადაა, ზოგიერთისთვის ჯერ რთულია. ბევრი ვარჯიშის შედეგად წარმატების გასაღებს მივაგნებთ. ბურთის შეგრძნება ფიზიკურ მომზადებაზე უფრო მნიშვნელოვანია.
– ზაბარნის დებიუტზე რას ფიქრობთ?
– მისი ტექნიკური და ფიზიკური მდგომარეობა ჩვენი გუნდის თამაშის სტილისთვის სასარგებლოა. მე მომწონს. ბურთით თავს კომფორტულად გრძნობს. უბრურთოდ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოდის. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.
– თქვენმა ოთხმა ცვლილებამ თამაში შეცვალა?
– მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელები გყავდეს, რომელთაც შეხვედრის დასასრულს შესვლა შეუძლიათ. როგორც „ტოტენჰემთან“. ყველა ტურნირის მოსაგებად ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.
ზაბარნი და შევალიე ახალგაზრდები არიან და გაგვაძლიერებენ. მშვიდად და თავდაჯერებული ვართ. იმისათვის, რათა ამბიციურები ვიყოთ, რაღაცის შეცვლა გვჭირდება. ახალი ფეხბურთელების დამატებით ამისათვის უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა გვჭირდება. შევეცდებით უკეთესები გავხდეთ.
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის – ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი – L’Équipe სიტუაციას განმარტავს
“მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ლიონი” დატოვა
“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
“წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ნანტთან” მატჩამდე?
შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი – L’Équipe სიტუაციას განმარტავს
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო – ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
[PHOTO] ასეთი რამ გაუკეთეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა თანაგუნდელს – რა მოხდა სუპერ თასის შეხვედრის დასრულების შემდეგ
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
უარი ცისარტყელა სამკლაურზე – “ნანტის” კაპიტანი დასაჯეს