ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში | არქიმანდრიტი
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის, იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონას ხატი შესასწორებლად, სამების დაცულ სივრცეშია გადატანილი:
“ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ.” წერს სასულიერო პირი.
იხილეთ:
· სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს | მის ადგილას მატრონას სხვა ხატი კიდია
