ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე (მაგ., ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, სოციალურ და დემოგრაფიულ ტენდენციებზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გამოწვევებზე)?“. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა, 11-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, , ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, , პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, , ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი. ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია – არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე