ცვლილება კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული ოპოზიციის ფინანსური წნეხის მოსაწყობად – პარტიების დაფინანსების ცვლილების შესახებ

პარტიების დაფინანსების წესში ცვლილება პარლამენტში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივას მხოლოდ ფასადური სახე აქვს და რეალურად მმართველი გუნდი მას ოპოზიციის წინააღმდეგ ფინანსური წნეხის მოსაწყობად გამოიყენებს.
“ამ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახე აქვს, თითქოს ანტიოლიგარქიული კანონის ფარგლებში ხდება ამ ინიციატივის განხორციელება. იურიდიული პირები 99% შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდნენ, ისედაც შეზღუდული ჰქონდათ მათ ოპოზიციის დაფინანსება, ამიტომ ეს რეალური ცვლილება არ არის, არაფერზე არ მეტყველებს, პირიქით, ეს ცვლილება კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული ოპოზიციის წინააღმდეგ ფინანსური წნეხის მოსაწყობად”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მსგავსი მეთოდებით “ქართული ოცნება” შედეგს ვერ მიაღწევს.
“მსგავსი ხელისუფლების უზურპირების პირობებში, რომელიც არანაკლები იყო 2011-1012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხალხმა და მათმა ერთობამ მოახერხა ის რომ მათ ვერ გაბედეს არჩევნების შედეგების დაწერა და ამით ძალაუფლების შენარჩუნება, ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, მსგავსი მეთოდებით შედეგს “ქართული ოცნება” ვერ მიაღწევს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს