ცვლილება ს საერთაშორისო ტურნირის კალენდარში

ერევანში დაგეგმილი ფუტსალის საერთაშორისო ტურნირის კალენდარში ცვლილებაა.
ტურნირის ორგანიზატორების მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილი საქართველოს და ს ნაკრებთა მატჩი გადაიდო. ს ნაკრებმა სომხეთში ჩასვლა უამინდობის გამო ვერ მოახერხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირზე ასპარეზობას 22 დეკემბერს დაიწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვის ეროვნული ნაკრები იქნება.
22 დეკემბერი | საქართველო – მოლდოვა
24 დეკემბერი | სომხეთი – საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სომხეთში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. ს საერთაშორისო ტურნირი ევრო 2026-ისთვის მზადების ნაწილია.
საქართველოს ნაკრები შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
NAKREBI.GE
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება – სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
საქართველო 10:1
საქართველო 5:0
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს