ცვლილება ევროტურნირებამდე – ლადო დვალიშვილმა ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

ლადო დვალიშვილმა ს “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
“გუნდი მადლობას უხდის ლადოს კლუბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში მოპოვებული არაერთი გამარჯვებისთვის.
გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ლადოს ევრო 2024 – ზე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ასევე, პირად ცხოვრებასა და კარიერაში”, – წერია განცხადებაში.
დვალიშვილი ამ პოსტზე 2020 წლიდან მუშაობდა.
როგორც იქნა მიხვდნენ ბათუმში. ნაკრებიდანაც თუ არ მოკვეთავენ გაუთავებლად იქნება მიწვეული ბალასტი და კითხვები მათ სარგებელზე ნაკრებში. ეს ტიპი თვითონ იყო/არის ბალასტი და ახლაც ბალასტებს უბავს ნაკრებს. საერთოდ მოსაკვეთია ქართული ფეხბურთიდან.