ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. ცეხის დირექტორთა საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალ წელთან დაკავშირეგული ღონისძიეგების გადადებას – ამის შესახებ განცხადებას, სასადილო ცეხში ავრცელებს.
“ჩვენ, როგორც მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ვდგავართ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ.
ახალ წელს არ ვიზეიმებთ მანამ, სანამ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან სახლში და სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროპულ გზას.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს და აზიანებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
თავისუფლების დაკარგვა ამ ვითარებაში უტოლდება არამარტო სულიერ შიმშილს, არამედ ფიზიკურსაც”, – სასადილო ცეხში.
