“ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს” – პაპის განცხადებას განმარტავს

კრიტიკის შემდეგ, რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენისკენ მოუწოდებდა.
ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.”
შეგახსენებთ, რომის პაპმა შვეიცარულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ “თეთრი დროშის” გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?