“ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოება, ტერიტორია და ეკონომიკა” – ომის დასრულების გეგმა, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გადასცეს – Reuters

Reuters-მა ში ს მიერ დაწყებული ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურმა კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს. ვაშინგტონს შესაბამისი გეგმა სამშაბათს, 23 აპრილს, ლონდონში გამართული შეხვედრის დროს გადასცეს.
Reuters-ის მიერ უცვლელად გამოქვეყნებული გეგმა 4 ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორია და ეკონომიკა.
“ცეცხლის შეწყვეტა: ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება; ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებებს ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, -სა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და პირობების მომზადების პარალელურად ხდება; ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები; რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა (“ყველა ყველაზე” პრინციპით). რუსეთმა ყველა მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლოს. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის: უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის NATO-ში წევრობაზე კონსენსუსი არ არსებობს; უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს; გარანტორი ქვეყნები იქნებიან – ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონე არაევროპული ქვეყნების სპეციალური ჯგუფი. უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე არავითარი შეზღუდვები არ იქნება; უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ტერიტორია: ტერიტორიული საკითხები განიხილება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ; ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის ბაზისიდან იწყება; უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა იბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკას კაშხალზე; უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე და კინბურნის ცელზე კონტროლით. ეკონომიკა: შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმებას აღწევენ და ასრულებენ; უკრაინა სრულად აღდგება და ფინანსურად კომპენსირდება, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს; 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში”, – წერია Reuters-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში.