17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ „დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არა”.
კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ დარღვევები უკავშირდება მაგალითად, ორი ბიულეტენის გაცემას, ან უბნის მოწყობის წესის დარღვევას, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „კენჭისყრის შენობაში არ ყოფილა არსებითი დარღვევები, რომელთაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეეშლა შეეძლო”.
