ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 1 175 817 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 33.46%-ია.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 273 929 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.25%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 391 975 ამომრჩეველი იყო მისული – 39.1%.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35% იყო – 1 446 218 ამომრჩეველი.
