“რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით – მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრის დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს – ფოტო/ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა”, – ამბობს ცესკო-ს სპიკერი ნათია იოსელიანი.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 15:00 საათის მონაცემებით თბილისში 231 015 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 22.14%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით თბილისში 307 642 ამომრჩეველი იყო მისული – 30.7%.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 33.18% იყო – 1 160 413 ამომრჩეველი.
