ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 10 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 275 948 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის – 7.85%-ია.
ცესკო-ს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“გაცნობებთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით არის 275 948 ამომრჩეველი – ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში”, – აცხადებენ ცესკო-ში.
