ცესკო-ს პრესსპიკერი – სამწუხაროა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეუდო/ოდირი არ დააკვირდება, თუმცა შეთავაზება იყო – უკვე 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული

სამწუხაროა ის, რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო, – ამის შესახებ -ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას ვერ შეძლებენ.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის, 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.
„იმისთვის, რომ ჯანსაღი სარჩევნო გარემო არსებობდეს, უნდა იყოს დაკვირვება. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამის ვადებში, რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ დოკუმენტაციას შემოიტანს. სამწუხაროა, ის რომ არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე ეუდო/ოდირის მხრიდან დაკვირვება, თუმცა შეთავაზება 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების იყო. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც დათქმულ ვადებში შემოიტანს განაცხადს, და ეს ვადები არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბერი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის 27 სექტემბერი და მედიის აკრედიტაციისთვის 29 სექტემბერი, გავატაროთ რეგისტრაციაში. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ვადები არსებობს. ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ახლაც, არის მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ამ პროცესში“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, ს დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

ვახტანგ ძაბირაძე – დიდი სიფრთხილეა საჭირო, პროტესტის მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ვითარების ისე პროვოცირება, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი ავტორიტარული მმართველობა მივიღოთ

ეუთოს 37 ქვეყანა – მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული