ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება.
ღონისძიებაზე მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.
შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო გახსნიან.
