ცესკო-ს თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა კი 26 ოქტომბრის სთვის მზადება და აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება იყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის ელჩს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ისაუბრა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიაზეც, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
„საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს. დღეს, საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნორვეგიის ელჩთან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2024 წლის არჩევნების მზადების პროცესზე, ასევე ვისაუბრეთ უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩასატარებლად ახორციელებს,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მისი განვითარების გზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს