-სა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა () და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება სა და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის.
„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატით მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუციის პირველი პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე, მათ შორის მოახლოებული 4 ოქტომბრის ს შესახებ. გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიის როლის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, შემდგომ კი გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს, დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში.
გაიმართა აქტიური დისკუსია, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ, მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ამომწურავად უპასუხეს.
სამუშაო შეხვედრა 13-14 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული