ცესკო საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.
აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, აცხადებენ ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და დაბალი ინფლაცია განაპირობებს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან საქართველოს ჩამორჩენის აბსოლუტური და შეფარდებითი მასშტაბების დაჩქარებული შემცირების პროცესს