ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 უბანს გახნის – ჯამში 67 იქნება

ცესკოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ჯამში უცხოეთში 67 საარჩევნო უბანი იქნება.
ათენსა და ნიუ-იორკში 4-4 საარჩევნო უბანი იქნება, სალონიკში 3 უბანი, ბერლინში, ბარსელონაში, რომსა და პარიზში კი 2-2 უბანი. უბნები იმ ქალაქებში დაამატეს, სადაც საარჩევნო უბნები უკვე იყო.
ასევე, მ დღევანდელ სხდომაზე სამსჯელოდ არ მიიღო ისრაელში ერთადერთი საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხი, რომელზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა და უსაფრთხოების რისკებს უკავშირდებოდა.
ხმის მიცემის უფლების მქონე ემიგრანტების რაოდენობა 95 834-მდე გაიზარდა.