ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

“წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია,” “არჩევნების მართვა” და “კონფლიქტების მართვა არჩევნებში” – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, მე-19 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარეს გადაეცა. პორტუგალიაში მიმდინარე სიმპოზიუმზე, გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს ცესკოს საქმიანობა გააცნო.
სესიაზე, რომელიც არჩევნების მომავალსა და ელექტრონული ხმის მიცემას ეხებოდა, დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა