მერობის კანდიდატის წარდგენის წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა სათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. რეგისტრირებულმა პარტიამ მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საბუთები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის შემთხვევაში – ს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ს დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო).
√ დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარდგენა
რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.
პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიის მიერაც არის წარდგენილი (არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიის მიერ წარდგენის შემთხვევაში), ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.
მერობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.
გარდა აღნიშნულისა, განცხადებას უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 1 ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი.
√ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
· გვარი, სახელი;
· დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
· სქესი;
· მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
· საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
· საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
· სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
· თანამდებობა (საქმიანობა);
· საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;
· თანხმობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერად კენჭისყრაზე;
· ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელთა მინიმალური ოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით ცესკოს 2025 წლის 5 აგვისტოს №113/2025 განკარგულებით განისაზღვრა.
იხილეთ ბმულზე:
Previous: მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები