ცესკო განმარტავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ამ ეტაპზე რეგისტრაციას ვერ გაუუქმებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, – ამბობს ს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
დღეს, 11 ნოემბერს ორმა ოპოზიურმა პარტიამ („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“), რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, ცესკოში სიების გაუქმებაზე საჯაროდ განაცხადეს.
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო ს შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ. სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი უთხრა მანდატების გაუქმებაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ფორუმი