ცესკო განმარტავს, რატომ ვერ მოხდა მისი წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ვერ მოხდა -ს წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განმარტა, ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ანა კობახიძის კუთვნილი ბინის მისამართი არასწორად იყო მითითებული და აღნიშნულმა პირმა ხარვეზი, მიმართვის მიუხედავად, არ გამოასწორა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი არჩევნებში მონაწილეობას ძველი რეგისტრაციის მისამართზე მაინც შეძლებს.
„სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადება გავრცელდა. ბუნებრივია ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულით დაინტერესდა და მივმართეთ სერისების განვითარების სააგენტოს. დადგინდა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა მოქალაქემ. მას ახალ მისამართზე სურდა რეგისტრაცია. მითითებული იყო ანა კობახიძის ბინის მისამართი და ასევე, იყო მესაკუთრის თანხმობა. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ანა კობახიძის საკუთრებაში მდებარე ბინის მისამართი იყო არასწორად მითითებული. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პირს ორჯერ შესაბამის ტელეფონის ნომერზე სერვისების განვითარების სააგენტომ გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულმა პირმა ხარვეზი არ გამოასწორა. ბუნებრივია, სერვისების განვითარების სააგენტოს ჩვენთვის აღნიშნული ინფორმაცია ახალ მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე, არ მოუწოდებია. შესაბამისად, აღნიშნული პირი სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ახალ მისამართზე არ დარეგისტრირდა. თუმცა ის არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ძველი რეგისტრაციის მისამართზე შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცნობისთვის, ცესკო-ს წევრმა, ანა მ განაცხადა, რომ მან მეგობარი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირა, თუმცა საარჩევნო სიაში შეცვლილი მისამართი არ იძებნება.

ასევე დაგაინტერესებთ