ცესკო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის

26 ოქტომბრის სთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. აღნიშნული საკითხი ს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც ოპოზიციურმა წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.
“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა”, – განაცხადეს ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც ცესკოში ამბობენ, საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციურმა წევრებმა. დავით კირთაძემ მედიასთან თქვა, რომ ცესკომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
“ვაგრძელებთ ყველანაირი კანონიერ ბრძოლას, რომ ამ ადამიანებს [ემიგრანტებს] არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ დაეკარგოთ”, – განაცხადა მან.