არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, არავის უკვირს სპეკულაციები NGO-ებისგან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში

ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა მ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, არავის უკვირს სპეკულაციები NGO-ებისგან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში
ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება ცესკოს დადგენილება.
„რეალურად, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ცესკოს მიერ. ამ შემთხვევაში იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. სირთულეები რომ იყო, ეს აჩვენა წინა არჩევნების პრაქტიკამაც. ძალიან ხშირად, მათ შორის, ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკოს ფუნქცია.
ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას, დიდი ხანია, მიჩვეული ვართ და ახლაც არავის უკვირს, მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ISFED-ს არ გაუყალბებია ეს შედეგები.
გაყალბებული შედეგებით მანიპულირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭირვალობაც“. გამყალბებლები სპეკულირებენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ორგანიზაციის შესახებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა